კარმენ ამაია-ფლამენკოს სული

კარმენ ამაია ფლამენკოს მოცეკვავე და მომღერალი,ვირტუოზი შემსრულებელი.წარმოშობით ბოშა, დაიბადა სომოროსტროში(ბარსელონა,ესპანეთი).ის დასახელებულია, როგორც “თავის თაობაში საუკეთესო ესპანელი, ბოშა მოცეკვავე” და “ფლამენკოს ყველაზე გამორჩეული შემსრულებელი”. მან 5წლის ასაკში დაიწყო ცეკვა და მამამისის მიერ დაკრული გიტარის თანხლებით გამოდიოდა ბარსელონას ბარებში.

“მე დავინახე ის როგორ ცეკვავდა და ეს იყო რაღაც ზებუნებრივი ჩემთვის..მე არასოდეს მინახავს,ვინმეს ასე ეცეკვოს.. მე არ ვიცი, ის ამას როგორ აკეთებდა, უბრალოდ არ ვიცი..” თქვა ცნობილმა ფლამენკოს შემსრულებელმა, გიტარისტმა აგუსტინ კასტეიოს კამპოსმა(იგივე “Sabicas”-მა)რომელმაც ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას ნახა კარმენის ცეკვა.მას შემდეგ ის წლების განმავლობაში უკეთებდა მას აკომპანიმენტს.

1929 წელს მისი დებიუტი შედგა პარიზში,სადაც მისმა ცეცხლოვანმა შესრულებამ და duende-მ მონუსხა საზოგადოება.შემდეგ,1936 ის ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც სალაროში გაყიდვებით ყველა რეკორდი მოხსნეს.ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში კარმენ ამაია შეუყვარდათ, როგორც ესპანეთის სიამაყისა და ცეცხლოვანი ტემპერამენტის განსახიერება.ის ჩნდებოდა ბროდვეიზეც.1944 წელს ის ფრანკლინ რუზველტმაც მიიწვია საცეკვაოდ თეთრ სახლში , ხოლო 1953-ში ჰარი ტრუმანმა.მიუხედავად მსოფლიოში ტრიუმფით სვლისა, ის მაინც რჩებოდა ტრადიციული ბოშური ცხოვრების მიმდევრად.

კარმენ ამაია 50 წლის ასაკში გარდაიცვალა თირკმლის უკმარისობით და დაკრძალულია მშობლიურ ბარსელონაში.

/ნინო ჭინჭარაული/

Leave a comment