ესპანური საღამო „ამანათში”

14695314_10208254343371442_6612097459719734430_n

 

ოლეეე!)) ულამაზესი საღამო გამოგვივიდა 2016 წლის 20 ოქტომბერს არტ-კლუბ „ამანათში”. პროექტორიდან პაკო დე ლუსია გვიკრავდა ადაჟიოს და მალაგენიას, პოეტები კი კითხულობდნენ ესპანური პოეზიის თარგმანებსა და საკუთარ ლექსებს, მიძღვნილებს მათი საყვარელი ესპანიასთვის ❤

14590465_1428032723891790_8978018785786496853_n

14681835_10208254353851704_4726560373091020396_n

იყო ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, რომლებიც ყველა სტუმარმა მოირგო საღამოს განმავლობაში.

14642221_10208254349371592_4933009790352834295_n

ჰო, საკუთარი ხელით გავაკეთეთ სანგრია)) ყველა შეგრძნებას, მათ შორის გემოვნებასაც უნდა მიეღო მონაწილეობა ამ საღამოში.

14702289_10208254343171437_2185605228928001043_n 14702289_10208254345891505_5436912932615616702_n.jpg14725542_1428032297225166_7792780727761109081_n

ექსპრომტად დაგვიკრა მოხატული გიტარა გვანცა ჩხეიძემ

14690884_10208254342811428_6543925550563771424_n

თეა თაბაგარმა თავისი სულისშემკვრელი საგრადა ფამილიას ციკლის ლექსები წაგვიკითხა.

14708318_10208254357731801_4985700753000405020_n 14721587_1428033437225052_8859276742861638577_n

ნინო ჭინჭარაულმა ფლამენკო და ტკივილი გააერთიანა და ბოლოს წაგვიცეკვა კიდეც.

14633039_1428032760558453_7925110899635832328_n14591659_10208254347011533_2701440364614789412_n

 

სოსო მეშველიანმა კი ესპანეთში გატარებული წლები ულამაზეს ლექსებად გადმოგვიშალა და კიდევ უფრო მეტად შეგვაყვარა ეს საოცარი ქვეყანა.

14570498_10208254355051734_234693416344808086_n

უცნობმა გოგონამ კი ექსპრომტად ისე იმღერა ესპანურად, ყველას ხმა ჩაგვაწყვეტინა)))

14729078_10208254360171862_1916742824679000651_n

არ გამოტოვოთ ესპანური საღამოები, სადაც აუცილებლად გელიან, თუ – tu corazón late rápido oyendo palabras en español

14718702_1428033017225094_2466920028918533443_n14731332_1428032673891795_3268097355081060275_n

14681835_10208254353851704_4726560373091020396_n 14657292_10208254357491795_6286443127052591984_n

მეზობელ პასტორს

download
“მოწევა სიკვდილს იწვევსო”, პადრე!
ასე გამოდის, თავს იკლავთ თურმე,
თვითმკვლელობა ხომ ცოდვაა დიდი.
თქვენ როკ-ენ-როლი გიყვარდათ ადრე,
ბანქოს თამაშით ართობდით სტუმრებს
და ზღვის ჰავასაც სათქვენოდ თვლიდით.
ახლა კი მთიან ქალაქში ცხოვრობთ
და ხმადაბალზე უსმენთ მონტსერატ
კაბალიეს და – ოპერა მხოლოდ –
სხვისი არაფრის არ გსურთ მოსმენა.
ვეება მთვარის კაშკაშა შუქი,
ჩრდილს რომ გადახრის გვერდზე, მონასტრის,
ვერვინ გიბედავთ ლაპარაკს, თუკი
პარტიას უსმენთ დეზდემონასი.
გიყვართ ჭადრაკი, დროს კლავთ თამაშით.
ალბათ თქვენც გიკვირთ თქვენივე ხვედრის,
ვინ დაამსგავსა ასე ლამანჩელს
შუბმომართული ფიგურა მხედრის.
ბოდიში! ვიცი, ზედმეტი გკადრეთ
(თქვენ კი ეწევით, მკაცრი და მშვიდი),
“ფუმარ პუედე მატარ”-ო, პადრე!
თვითმკვლელობა კი, ცოდვაა დიდი.
/სოსო მეშველიანი/

ერთი ევროპული სოფელი

 

OLYMPUS DIGITAL CAMERA

აქ ახლოს, ერთი მყუდრო სოფელია,
სპორტ-კლუბით, ერთადერთი შუქნიშანით
და ბანკის პატარა ფილიალით.
მე კი. თვითმარქვია შოპენი ვარ,
დავდივარ პიჯაკით და მუქი შარვლით
ღამე კი ისეთი თბილი არი…..
ახლა ერთი კათხა ლუდი მინდა
და ცოტა გართობა, ბილიარდით.

მე ხომ, თვითმარქვია შოპენი ვარ.
(ვარ და, ამ აბსურდულ თამაშშიაც
მთელი ბავშვობა მაქვს წაგებული)
ახლა გამოვდივარ ოპერიდან,
მინდვრიდან, ყურთასმენა წაღებული.
ურიცხვი ტენორი ჭრიჭინები,
მღერიან იმას რაც მე მომპარეს.
ხმა მიყვარს ამდენი ნიჭიერი,
ერთ წუთში გაჩენილი მეგობარის.

უკვე არ მაწუხებს მარტოობაც,
(ყველა ხმას რა თქმა უნდა არ მოვუსმენ)
ცხოვრება ემსგავსება განტოლებას,
რთულსა და ბოლომდე ამოუხსნელს.

ჰაერი ბგერების ბუსუსებით,
სულივით სუფთა და ჟღერადია.
ცაზე ვარსკვლავები ფუსფუსობენ
და მჩხვლეტენ. რომ დავდუმდე ჯერ ადრეა.

2008.წ. (ალეგრია)

 

/სოსო მეშველიანი/