ოლეეე!)) ულამაზესი საღამო გამოგვივიდა 2016 წლის 20 ოქტომბერს არტ-კლუბ „ამანათში”. პროექტორიდან პაკო დე ლუსია გვიკრავდა ადაჟიოს და მალაგენიას, პოეტები კი კითხულობდნენ ესპანური პოეზიის თარგმანებსა და საკუთარ ლექსებს, მიძღვნილებს მათი საყვარელი ესპანიასთვის ❤
იყო ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, რომლებიც ყველა სტუმარმა მოირგო საღამოს განმავლობაში.
ჰო, საკუთარი ხელით გავაკეთეთ სანგრია)) ყველა შეგრძნებას, მათ შორის გემოვნებასაც უნდა მიეღო მონაწილეობა ამ საღამოში.
ექსპრომტად დაგვიკრა მოხატული გიტარა გვანცა ჩხეიძემ
თეა თაბაგარმა თავისი სულისშემკვრელი საგრადა ფამილიას ციკლის ლექსები წაგვიკითხა.
ნინო ჭინჭარაულმა ფლამენკო და ტკივილი გააერთიანა და ბოლოს წაგვიცეკვა კიდეც.
სოსო მეშველიანმა კი ესპანეთში გატარებული წლები ულამაზეს ლექსებად გადმოგვიშალა და კიდევ უფრო მეტად შეგვაყვარა ეს საოცარი ქვეყანა.
უცნობმა გოგონამ კი ექსპრომტად ისე იმღერა ესპანურად, ყველას ხმა ჩაგვაწყვეტინა)))
არ გამოტოვოთ ესპანური საღამოები, სადაც აუცილებლად გელიან, თუ – tu corazón late rápido oyendo palabras en español